ჩვენს შესახებ

IT World 2008 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. კომპიუტერები, საბეჭდი მოწყობილობები, ქსელური მოწყობილობები, სერვერები, კომპიუტერული კომპონენტები, პროექტორები, სხვადასხვა კომპიუტერული აქსესუარები – ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც IT World თავაზობს თავის მომხმარებელს.

ჩვენი კვალიფიციური მომსახურებით სარგებლობენ როგორც ფიზიკური პირები, ასევე კომპანიები. 17 წლიანი გამოცდილება IT სერვისის სფეროში გვაძლევს მაღალიხრისხიანი შედეგის გარანტიას.

IT World-ს ჰყავს პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ტექნიკოსთა გუნდი, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით მიღებული აქვთ სერთიფიკატები.

კმაყოფილი მომხმარებელი გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობის გარანტიაა. ჩვენთვის მთავარია ხარისხი, რომელი მიმართულებითაც მუდმივად ვიზრდებით და ვვითარდებით. IT World-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს.